вторник, 18 октября 2011 г.

ვაჟა

პროექტის სახელწოდება – 
"ვაჟა–ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება"













 


პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით – 
მოსწავლეები უფრო ახლოს გაეცნობიან დიდებული მგოსნის ცხოვრების გზასა და შემოქმედებას; აღვზრდით მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას.

პროექტის აქტუალობა
ჰუმანიზმი; პატრიოტული სულისკვეთება; ბუნების სიყვარული.

პროექტის მიზნები – 
დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება; დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება; წერისა და მეტყველების კულტურის ჩამოყალიბება.

მონაწილეთა ასაკი – 
16–18 წლები (მე–11 და მე–12 კლასების მოსწავლეები).


ვადები/ხანგრძლივობა – 
1–29 თებერვალი.

მოსალოდნელი შედეგები – 
წერილები, სურათები, პლაკატები, რომლებიც უკავშირდება ვაჟა–ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები – 
ინტერნეტი; ვაჟა–ფშაველას თხზულებები და სურათები, აუდიო და ვიდეო–საშუალებები.

პროექტის მსვლელობა – 
მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად, თითოეულს დავავალებ: ა) ვაჟას ბიოგრაფიის შესწავლას; ბ) ვაჟას  შემოქმედების შესწავლას; გ) ვაჟაზე დაწერილი ლექსების, წერილების, მოგონებების მოძიებას. შეიქმნება კედლის გაზეთი.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი – 
ისტორია (ისტორიულ თემებზე დაწერილ ნაწარმოებთა გაცნობისას), ეთნოგრაფია („ალუდა ქეთელაურის“, „სტუმარ–მასპინძლის“ და სხვათა გაცნობისას).

 

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) – ასმათ რურუა
ხელმძღვანელის ელ–ფოსტაa.rurua18@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი  –